saqarTvelos qedebi - piriqiTis qedi
უმაღლესი წერტილი | ტებულოს მთა |
კოორდინატები | 42°32`27` ჩ. გ. 45°33`00` ა. გ. |
სიმაღლე | 4493 მ |
სიგრძე | 80 კმ |
ისტორიული სახელწოდება: თუშეთის ქედი.
კავკასიონის ჩრდილოეთი გამყოლი ქედი, მდინარეების პირიქითი ალაზნისა (ანდის ყოისუს სისტემა) და არღუნის (თერგის სისტემა) წყალგამყოფი, სიგრძე 80 კმ. საქართველოს (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და ჩეჩნეთის საზღვარზე. უმაღლესი მწვერვალია ტებულოსმთა (4493 მ). 4000 მ-ზე მაღალია მწვერვალები: ქომიტო (4261), დიკლოსმთა (4285 მ), დანოსმთა (4174 მ) და სხვა. უღელტეხილები 3000-3500 მ სიმაღლეზეა, მ.შ. აღსანიშნავია: უყერიჩო (3042 მ), ქერიღო (3140 მ) და ქაჩუილამი (3550 მ).
პირიქითი ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზეა თანამედროვე მყინვარები და პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები 3000-3000 მ სიმაღლემდე შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1600-2200 მ-მდე, ფიჭვნარ-არყნარია.